შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტის შიდა ეზოში ნიკა მელია შევიდა: "კითხვა მინდა დავუსვა დეპუტატებს, უღირთ ეს ყველაფერი?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2019

პარლამენტის შიდა ეზოში ნიკა მელია შევიდა. მანამდე. ჩიტაძის ქუჩაზე მას სამართალდამცავებმა გზა გადაუკეტეს.

მელიას თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატებს კითხვა უნდა დაუსვას თუ რამდენად უღირთ ეს ყველაფერი, რომ მალულად შედიან საკანონმდებლო ორგანოში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოსთან სამი პირი დააკავეს. დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.

პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია