შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, 26 ნოემბერს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ენმ–ს წევრების აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის მიერ სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევის საქმეზე იმსჯელებენ. პროცესს დაესწრება ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელს აშოტ რაისიანსა და ამავე პარტიის წევრს მიხეილ რაისიანს გამოძიება ბენზინ გამასამრთ სადგურებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ედავება. მომხდარზე ძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ენმ–ს წევრების საქმეზე ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს ხუთ ნოემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა იმის გამო რომ აგაბაბიანი და რაისიანი თავს შეუძლოთ გრძნობდნენ და ჯერ კიდევ თბილისში გადიოდნენ მკურნალობას, სხდომა გადაიდო. აშოტ რაისიანი და მიხეილ აგაბაბიანი 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. დაპირისპირება კი წინა ღამით, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება