შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს-ს ინიციატივით ქუჩური გარჩევა დასჯადი გახდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ქუჩური გარჩევა კრიმინალიზებული იქნება და მისი მონაწილეები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაისჯებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კანონპროექტს პარლამენტს სწორედ სამინისტროს ინიციატივით წარუდგენენ. ,,ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი, შედეგები, უბრალოდ რომ ჩაიხედოს ვინმემ, რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული." - აცხადებს შს მინისტრი.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია