შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლი და ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ გვითხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. უტარდება კვლევები.

„ჯერჯერობით დიაგნოზი არ მაქვს“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, შსს-ში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები