შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცესკო – ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენების დაიბეჭდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცადრია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 26 ნოემბერი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაბეჭდვას გამორიცხავს და გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ბუსკივაძის განმარტებით, შპს „კარტოგრაფიაში“ დაიბეჭდა 7 საოლქო საარჩევნო კომისიის ბიულეტენები.
“ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები იყვნენ ცესკოს წარმომადგენლები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც განსაზღვრულია ცესკოს განკარგულებით. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ, ამ კონკრეტულ სტამბაში არაუფლებამოსილი პირი, სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხეკმძღვანელი ზვიად კუპრავა შევიდა. ეს გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს კონკრეტული პირი ახლდა საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და სტამბამ მიიჩნია, რომ იგი იყო საოლქო კომისიის წარმომადგენელი და შეეძლო მას ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დაკვირვება განეხორციელებინა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვითომდა ამ სტამბაში დაიბეჭდა ზედმეტი ბიულეტენები, ეს არის მცდარი. მოგეხსენებათ, ბეჭდვის პროცესს თან ახლავს წუნდებული პროდუქცია, მაგალითისთვის, კონკრეტულ საარჩევნო ბიულეტენზე ნუმერაცია, საარჩევნო ბიულეტენის რიგითი ნომერი არასწორ ადგილას არის განთავსებული დანადგარის მიერ, ასეთი ბიულეტენი მიჩნეულია წუნდებულად. ასევე შეიძლება ჰქონდეს ისეთ შემთხვევას ადგილი, როდესაც მაგალითად, საარჩევნო ბიულეტენის რიგითი ნომერი მკრთალად არის მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენზე, ესეც მიჩნეულია წუნდებულ პროდუქციად. ასევე შეიძლება იყოს სხვა მსგავსი ტიპის ხარვეზები, რომლის გამოც, საარჩევნო ბიულეტენი მიჩნეულია წუნდებულად. ასეთ დროს სტამბის მიერ ასეთი ბიულეტენები გროვდება ცალკე, გადაიდება და შემდეგ, ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება, რაზეც დგება შესაბამისი განადგურების აქტი“, – განაცხადა ოთარ ბუსკივაძემ.
ზედმეტი ბიულეტენების დაბეჭდვას უარყოფს სააქციო საზოგადოება „კარტოგრაფიის“ დირექტორის. ვლადიმერ ბუაჩიძის განმარტებით, ბეჭდვის პროცესში რჩება ტექნიკური ნარჩენი, რომელიც ცესკს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება. ბუაჩიძის ინფორმაციით, მის სტამბაში დაბეჭდილი 7 საარჩევნო ოლქიდან 4-მა ბიულეტენები უკვე წაიღო.
„ბეჭდვის პროცესი დასრულებულია. ჩვენ დავბეჭდეთ 7 საარჩევნო ოლქისთვის ბიულეტენები, აქედან 4-მა საარჩევნო ოლქმა უკვე წაიღო ეს ბიულეტენები. სამი საარჩევნო ოლქი კი ამოწმებს ბიულეტენებს. ბეჭდვის პროცესში ასევე რჩება ტექნიკური ნარჩენი, რაც ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება”, – აღნიშნა ვლადიმერ ბუაჩიძემ.
ცესკოს საფინანსო დეპარტამენტისა და კარტოგრაფიის დირექტორის განცხადებას არ ეთანხმება სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის ხელმხღვანელი. ზვიად კუპრავას მტკიცებით, გლდანის სტამბაში სპეციალურ თაროზე მოთავსებული დიდი ოდენობით ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენებია. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ბიულეტენები 28 ნოემბერს ხელუსუფლებამ არჩევნების მასიური გაყალბებისთვის გამოიყენოს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია