შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურებიან.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
"ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", – წერს დავით ზალკალიანი.ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო გმობს მომხდარს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს: "ვგმობთ აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს. უკრაინავ! საქართველო შენს გვერდით არის!", - წერს ციხელაშვილი Twitter-ზე.25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – ექვსი.უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია