შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს ოფიციალურად დატოვებს" - ბორის ჯონსონი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2019
"ჩვენ ბრექსითს განვახორციელებთ 31 იანვარს, არანაირი თუ, მაგრამ და შეიძლება არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით"

ბრიტანეთში კონსერვატორების მიერ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსომა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს აუცილებლად დატოვებს 2020 წლის 31 იანვარს. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.

„ჩვენ ბრექსითს განვახორციელებთ 31 იანვარს, არანაირი თუ, მაგრამ და შეიძლება არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კონსერვატორთა ლიდერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთბს, რათა გაამართლოს საზოგადოების ნდობა, რომელთაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჯონსონს არჩევნებში.

„ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, დაიბრუნოს კონტროლი თავის კანონებზე, საზღვრებზე, ფულზე, სავაჭრო საკითხებსა და საიმიგრაციო სისტემაზე“,- აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის პარტიამ ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და 650 მანდატიდან 364 ადგილი მოიპოვა წარმომადგენელთა პალატაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია