შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 ნოემბერი 2018

ბათუმის მერიაში 12 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გახდა ცნობილი, ლაშა კომახიძის მეორე მოადგილე სოფო ხალვაში იქნება. ინფორმაციას მომღერალი ადასტურებს, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ბრიფინგის გამართვამდე თავს იკავებს.  

ბათუმის მერიაში კი ამ დრომდე არ ახმოვანებენ ვინ იქნება მერის მეორე მოადგილე. ეს თანამდებობა დიდი ხანია  ვაკანტურია.  

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა. 

12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მაუწყებლის დირექტორს კი, ამ ეტაპზე, მისი განცხადება დაკმაყოფილებული არ აქვს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აცხადებენ, წარმოება ამ საკითხზე ჯერ არ დასრულებულა. 

"აჭარის ტელევიზია"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება