შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, როგორც თავად აცხადებენ, დღეს, 28 ნოემბერს დილით, მანქანების საბურავები დაჭრილი დახვდათ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 28 ნოემბერი 2018
„ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს სიმონ პარუნაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პავლე ჩილაშვილს დილით მანქანების ოთხივე საბურავი დაზიანებული დახვდათ. ორივე მათგანს მანქანა სახლთან ახლოს, ეზოში ჰყავდა გაჩერებული. პარუნაშვილი სოფელ უდეში, ჩილაშვილი კი დაბა ადიგენში თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ცხოვრობს. „სახელოსნოში ვარ ახლა, როგორც ხელოსანი მეუბნება საბურავები დანის წვერითაა დაჭრილი. ბუნებრივია, ეს არჩევნებს უკავშირდება. უბრალოდ შემაფერხეს, აბასთუმანში უნდა წამეყვანა ამომრჩევლები და შემაგვიანდება“, – ამბობს სიმონ პარუნაშვილი. „არ ვიცი რა მოხდა, დილით ეზოში ჩამოვედი და ყველა საბურავი დაზიანებული დამხვდა. ჩივილს არ ვაპირებ“, – გვითხრა პავლე ჩილაშვილმა. არცერთ მათგანს მომხდარის გამო პოლიციაში არ დაურეკავს. [თამუნა უჩიძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია