შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი ადამიანის სახელი და გვარი აღმოჩნდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 28 ნოემბერი 2018
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის 22-ე უბანზე ენმ-ს წევრებმა სიაში გარდაცვლილი პირის მონაცემები აღმოაჩინეს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა საუბნო კომისიას მიმართა. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები გადასატან ყუთის სიაში იყო შეტანილი. გორის საარჩევნო უბნებზე 10 საათის მონაცემებით ხმა 8 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო კომისია ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, გორში რეგისტრაცია 8145 მოქალაქემ გაიარა, რაც საერთო ამომრჩევლის 7.3%-ია. გორში რეგისტრირებულია სულ 111 930 ამომრჩეველი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები