შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ნაცმოძრაობის“ კოორდინატორი სოფელ ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 28 ნოემბერი 2018

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის მტკიცებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის 27- ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
ელმირა ბეციაშვილი აცხადებს, რომ მას კენჭისყრის შენობა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გურჯაანის მერის დავალებით დაატივებინა.
„უბანზე მოსულ მოქალაქებს, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს, მოვუწოდებდი ემოქმედათ ფარულად. ჩემმა ამ საქციელმა გააღიზიანა მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა. მან მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს, რომ უბნიდან გავეძევებინე“, – განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა.
გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით,  ბეციაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლს ახდენდა, რის გამოც მას უბანი დაატოვებინეს.

მისივე თქმით, აღნიშნული პირი საუბნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა და ამომრჩეველს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია