შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,სამართლიანი არჩევნები“ – ყვარლის და გურჯაანის საარჩევნო უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 28 ნოემბერი 2018

,,სამართლიანი არჩევნები“ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ გურჯაანსა და ყვარლის ოლქებში საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევები დაფიქსირდა.
,,ყვარლის საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში. გურჯაანის 26-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ, საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს. გურჯაანის საარჩევნო ოლქის 43-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს, თუ ვის მისცეს ხმა’’, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ნატალია ცისკარაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია