შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ცვლილება შეეხო მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტექინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპები. მისი თქმით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. მათთვის სავალდებულო იქნება 

შემდეგი პარამეტრების დაცვა - CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03).

მიხეილ ხმალაძის განცხადებით, უკვე ჩატარებული ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ დიდი ნაწილი კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას ვერ დააკმაყოფილებს.

„ამდენად, ამ ეტაპისთვის, შეუძლებლად მივიჩნიეთ უკვე დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორი) ვალდებულების გავრცელება, რომლის ხელახალი მონტაჟი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რეალისტურია, რადგან 2020 წლიდან ამ ნორმის ამოქმედება ძალიან მტკივნეული იქნებოდა ჩვენი თანამოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის.“ - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

www.autobild.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია