შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი თეა გვირჯიშვილი რეიტინგულ პედაგოგთა ათეულშია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019
10 გამარჯვებულს შორის, რომელ ადგილს დაიკავებს ახალციხელი მასწავლებელი, ეს 27 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდება.თეა 22 წელია რაც პედაგოგია და მეხუთე საჯარო სკოლაში ასწავლის. ოქტომბერში ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას, მისი მეორე კლასის მოსწავლეები იღებდნენ.„სამცხე-ჯავახეთიდან ათეულში მხოლოდ მე მოვხვდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. მეორე კლასმა გამაოცა თავისი გამარჯვებით. არ არსებობს უინტერესო და უნიჭო ბავშვი. ვცდილობ მათ დავანახო როგორი საჭირო საგანია მათემატიკა. იძულებით ვერაფერს ისწავლიან“, - ამბობს გვირჯიშვილი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია