შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში, N12 უდეს საარჩევნო უბანზე, სადაც პირველი ტური გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, 54 ბათილი ბიულეტენის გამო კომისიის წევრები ერმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 29 ნოემბერი 2018
უბანზე ხმების დათვლის დროს 78 ბიულეტენი განსახილველად გადადეს, მათ შორის 24 ბიულეტენში კომისიის წევრებმა განსაზღვრეს პრეზიდენტობის თუ რომელ კანდიდატს აძლევდა ხმას ამომრჩეველი, დანარჩენ 54–ში კი მათ განცხადებით მომრჩევლის ნება არ ირჩეოდა. ამიტომ კომისიამ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი 54 ბიულეტენის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. 12 წევრიდან 11–მა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. ხმაური უბანზე სწორედ ამ პროცედურების გავლას მოჰყვა და საბოლოოდ 54 ბიულეტენი გაბათილდა. ამ უბანზე, ისევე როგორც პირველ ტურში, ახლაც გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, მან 508 ხმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 421 ხმა მიიღო. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია