შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არის გაყალბების შესაძლებლობა"- ოპოზიცია "ჩიპის" გარეშე გაცემულ პირადობებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019

ლამინირებული პირადობის მოწმობების დაბრუნება - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალებებისათვის ემზადება.

მათი თქმით, "უჩიპო" პირადობები ამ გზას გაამარტივებს.

"ეს გახლავთ, "ქართული ოცნების", შვიდწლიანი მმართველობის ლოგიკური დასასრული, როდესაც 21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ვებრძვით ჩიპებს, რომელიც მოგონილია არამხოლოდ ცხოვრების გასაიოლებლად, არამედ, დოკუმენტის გაყალბებისგან დასაცავად. შესაბამიოსად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ხელს ვუწყობთ პირადობის მოწმობის გაყალბების შესაძლებლობას," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია