შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 29 დეკემბერს აქციას გამართავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 დეკემბერი 2019

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 29 დეკმბერს აქცია-პერფორმანს გამართავს, - ამის შესახებ ოჯახის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ქართველი ემიგრანტებიც მიიღებენ.  

"ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი - თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერტად გაიგონებს მთელი მსოფლიო! 29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19:00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი ტავი გაღელვებთ 2020, 21 და მომდევნო წლებში. მისია მარტივია - დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან! გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში. გისურვოთ ის რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს - უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით ცივ საკანში შეხვდეს", - განაცხადეს ოჯახის წევრებმა.  

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუდმივ და კოორდინირებულ კავშირში იქნება საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით ასევე, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად შეახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას.

„სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია