შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში “ნაცმოძრაობის” ოფისის მიდებარედ მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 29 ნოემბერი 2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.
პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მოამზადა: მაკა ხაზიურმა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია