შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, 29 ნოემბერს ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში „მაზდას“ მარიკის ავტომობილი ბეტონის ღობეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 29 ნოემბერი 2018
ავარია ვაშლოვანის დასახლებაში დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ავტომობილი ბორჯომიდან ხაშურის მიმართულებით მოძრაობდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ღობეს შეეჯახა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. „ორი ბიჭი და ერთი გოგოა შემოყვანილი, ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ, შემდეგ გადაწყდება ჩვენთან გააგრძელებენ მკურნალობას თუ თბილისში გავწერთ“, – აცხადებენ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში.მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია