შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში N13 ფხეროს საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინო ხარაიშვილი ამბობს, რომ კენჭისყრის დღეს, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 29 ნოემბერი 2018
არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს, სოფელ ფხეროს სკოლის ეზოსთან სადაც N13 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ამავე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინო ხარაიშვილი და ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „წამალი უნდა დამელია და უბნიდან იქვე ნათესავთან გავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი უბნის ეზოსთან ადიგენის მერი ენდელაძე და მისი მხარდამჭერები იდგნენ. რომ მივესალმე არავინ მომესალმა, იციან რომ „ნაციონალი“ ვარ და ალბათ მაგიტომ, გულზე ბეიჯიც მეკეთა“, – გვიყვება ნინო ხარაიშვილი. მისი თქმით, მას სალამზე არც ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ უპასუხა: „ტელეფონს უყურებდა, მერე შემომხედა და ცუდი სიტყვა თქვა, იმ სიტყვას ვერ ვიტყვი, ცოტა სხვანარიად რომ გითხრათ ასე მომმართა, ეს არამზადა „ნაციონალები“ დღეს შფოთის ატეხვას აპირებენო. ძალიან გავმწარდი, ხალხს ტყუილს რატომ ეუბნებით–მეთქი. მომიბრუნდა და შემაგინა, წადი შენი კარგიც მ......ო. ვის აგინებ, ახლავე პოლიციას გამოვიძახებ–მეთქი. კიდეც რომ მე ვტყუოდე, შენ თმენის ვალდებულება გაქვს–მეთქი“. ნინო ხარაიშვილი ამბობს, რომ მას ადიგენის მერი წლებია იცნობს: „მაინც მიუბრუნდა სოფელში ვინცაა მერის წარმომადგენელი იმას და ჩემზე ეკითხება, ეს ვინ არისო. იმანაც უპასუხა, ერთი უნამუსო ქალიაო. რატომ ვარ უნამუსო მეთქი, გინდა რომ მერს აამო და იმიტომ ამბობ მაგას– მეთქი. ეს სიტყვები რომ მითხრეს, მეც გავმწარდი და მეც ვლნაძღე მერე ისინი“. N13 საარჩევნო უბნის თავმდჯომარე მარიამ ფენაძე ამბობს, რომ დაპირისპირება უბნის გარეთ მოხდა და მას არაფერი გაუგია: „მომიყვა ნინო რაც მოხდა, ვიცნობ მას და ვენდობი, მაგრამ მეორე მხარე სხვა რამეს ამბობს, ასე რომ არ ვიცი რეალურად რა იყო“. ნინო ხარაიშვილი ფხეროს სკოლის დამლაგებელია: „დღეს სკოლის დირექტორი ვლადიმერ ველიჯანაშვილმა მითხრა რა გალაპარაკებდა, ახლა პოლიციაში დაგიბარებენ ამ ამბავზეო“.ვლადიმერ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ იგი გუშინ სკოლის ეზოსთან მომხდარს არ შესწრებია: „გვიან მივედი, სხვაგან ვიყავი, რომ მივედი ამ ამბავს ყვებოდნენ. დღეს ველაპარაკე ნინოს ამაზე, მაგრამ მე გამოძიებას ხოარ დავიწყებ“. ფხეროში ადგილობრივები სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურთ. ფხეროში მერის წარმომადგენელმა პეტრე საკანდელიძემ კი მას შემდეგ რაც გაიგო რა საკითხზე ვუკავშირდებოდით ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. სატელეფონო ზარებზე არც ზაქარია ენდელაძემ გვიპასუხა, თუმცა მას მომხდარზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ვესაუბრეთ. ენდელაძემ მოგვწერა, რომ „ეს ტყუილია“. უბანთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას შეესწრო პოლიცია. როგორც ნინო ხარაიშვილი და ფხეროში ორი ადგილობრივი გვიდასტურებს, ამ დროს სამართალდამცველები უბანთან მანქანით იდგნენ. რა რეაგირება მოჰყვა ადიგენის რაიონული სამმართველოს მხრიდან მომხდარს უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ელოდება. [თამუნა უჩიძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

მზეთამზიელი გულნაზი

საზოგადოება
საზოგადოება