შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტები და ფული

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 30 ნოემბერი 2018
გორში, კომბინატის დასახლებაში, წუხელ კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სიგარეტები. შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, მოხდა. შს სამინისტრო ადასტურებს, რომ მაღაზიასთან ერთად, გატეხილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ,,მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით" - აცხადებენ პრეს-სამსახურში. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაკარგული თანხის ზუსტი ოდენობა დგინდება. წუხელვე მაღაზია გაქურდეს იმავე დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, საიდანაც ხურდა წაიღეს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები