შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მღებრიანში ტურიზმის მიზნით ცხენების ფერმას გააშენებენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 30 ნოემბერი 2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანში ცხენების ფერმას მთავრობის დახმარებით მოაშენებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კოოპერატივ ,,მღებრიანის" ხელმძღვანელმა გიორგი დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სოფელში 17-მდე პირი გაერთიანდება და  საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას იწყებენ. კოოპერატივის წევრებმა გორის მერიას წერილობით მიმართეს, რათა დაახლოებით 600 კვ.მ მიწის ფართობი იჯარით მისცენ. გორის მერია თანახმაა, რომ 30 წლის ვადით, მღებრიანელებმა ცხენების ფერმა გააშენონ. ,,ამჟამად, ვითხოვთ მიწის ნაკვეთს იჯარით, სადაც ცხენების ფერმას გავაშენებთ და ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენმა კოოპერატივმა მთავრობისგან უკვე მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის, ტექნიკით. ძირითადად, მივდევთ მესაქონლეობას. გვაქვს ფერმები, ასევე, სათიბები." - აცხადებს გიორგი დავითაშვილი. მისი თქმით, კოოპერატივში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართულები. სოფელი მღებრიანი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. ,,სოფელი მღებრიანი წლების განმავლობაში დაცლილია მოსახლეობისგან, მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არსებობს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. სახელმწიფოს მიზანია უზრუნველყოს მაღალმთიან რეგინებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება დასაქმების ხელისშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე აუცილებელია ექსტრემალური ტურიზმის განვითარება." - აღნიშნავენ მერიაში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები