შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის თავშესაფარში 46 ძაღლი და 21 ლეკვი ჰყავთ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018
2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს დაუმტკიცდა სუბსიდია 143 000 (ას ორმოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით, აქედან შრომის ანაზღაურება 51 050 ლარია. ამის შესახებ თავშესაფრის ხელმძღვანელმა თამარ აფციაურმა გორის მერიას წერილობით აცნობა. წერილის მიხედვით, წელს ქალაქის ტერიტორიაში დაჭერილია 750 ძაღლი, რომელთაგან უკან 502 ძაღლი დააბრუნეს. 1) დაჭერილია 750 ძაღლი (მათ შორის უკვე დაბირკულებიც); და 131 ლეკვი. 2) სტერილიზაცია გაუკეთდა 270 ძაღლს; 3) კასტრაცია გაუკეთდა 205 ძაღლს; 4) ცოფზე ვაქცინაცია გაუკეთდა 502 ძაღლს; 5) გაჩუქებულია 112 ძაღლი და ლეკვი; 6) ქალაქში უკან გაშვებულია 597 ძაღლი 7) დაღუპულია 157 ძაღლი და ლეკვი; ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 46 ძაღლი და 21 ლეკვი. შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება დამტკიცებულია 25 345 ლარით. მიუსაფარ ძაღლების კვების ხარჯი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 10 580 ლარი, რომელთაგან გახარჯულია 9320 ლარის ოდენობით. მივლინების ხარჯი დამტკიცებულია 100 ლარი, გახარჯულია 48 ლარი. რაც შეეხება ოფისის ხარჯებს ბიუჯეტით დამტკიცებული 6950 ლარიდან უკვე გახარჯულია 5963 ლარი. სამედიცინო ხარჯი - 6600 ლარი, გახარჯული - 5660 ლარი. რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენის ხარჯი 1 400 ლარი, რომელიც დღეის მდგომარეობით გახარჯულია 669 ლარი. რაც შეეხება ტრანსპორტის მოვლა - შენახვის ხარჯებს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 7 400 ლარი, საიდანაც გახარჯულია 7267 ლარი მ.შ. საწვავზე 3856 ლარი, ხოლო ტრანსპორტის შეკეთებაზე 3411 ლარი. გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში დასაქმებულია 7 თანამშრომელი 7 საშტატო ერთეულით. შტატგარეშეთა რაოდენობა კი შეადგენს 6 ერთეულს. გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს მიზანია გორისა და გორის რაიონის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა პატრონობა და მათი პოპულაციის მართვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება და ყოველ დღიური რეიდები გორში და რაიონში, მიუსაფარი ცხოველების დასაჭერად. შემდეგ მათი თავშესაფარში გადაყვანა, ვაქცინაცია,კასტრაცია- სტერილიზაციის ოპერაციების გაკეთება და ცხოველის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება. 2018 წლის იანვარში ,,სააგენტოში“ იყო 52 ძაღლი (ნაშთი).
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია