შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კოშკაში მცხოვრები 17 ოჯახი გათბობის ვაუჩერებს მერიიდან მიიღებს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 30 ნოემბერი 2018
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში 17 ოჯახი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს. ადმინისტრაციის ცნობით, ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის სიაში ვერ მოხვდნენ. მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ დახმარების მიმღებ სიაში 17 ოჯახი არ ეწერა. კოშკა მერეთის ტერიტორიულ თემში შედის და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. სიაში გამორჩენილი ოჯახების თანხა გორის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია