შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეპუტატის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 19 იანვარს გაიმართა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს გადახდა დააკისრა.თანხის გადახდის შემდეგ ვახტანგ რობაქიძე გაათავისუფლეს.მორიგი სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.გამოძიება სსკ-ს 151 და 239 მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.ასევე ნახეთ:რობაქიძეს პოლიციაში სცემეს, ტკივილების გამო 5 დღის უჭმელია – ადვოკატი‘ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის მოღალატეა’ - რობაქიძე [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია