შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აირჩიეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელიც არ აირჩია ჯარმა...რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 29 ნოემბერი 2018

აირჩიეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელიც არ აირჩია ჯარმა... ეს ძალიან რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს - ეს განცხადება, პუბლიცისტმა თაკო ჩხეიძემ გააკეთა. მან ფილარმონიის დიდ დარბაზში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა.

„ეს ყველაფერი რუსეთმა გაგვიკეთა და ყველა არჩევნებში რასაც უნდა იმას გაგვიკეთებს, ამიტომ რა უფლება აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას თქვენი თითოეული ხმა არ დაიცვას. ყველაზე კარგი და საოცარი რაც მოხდა, ის არის, რომ ხელისუფლება იცის, რომ ერთი მილიონი კაცი ღმუის მის უკან და ის ოპოზიციაა. ზუსტად ვიცით, რომ შიშით არ დაიძინებენ ღამე მოკრძალება და რიდი ექნებათ. სიყვარულის არ მჯერა მე, იმიტომ რომ მაშინ არ აკადრებდნენ ქალბატონს, რომლის დამალვაც მოუწიათ არჩევნების წინ.

ყველაფერი გვაკადრეს, 2012 წელს დაიწყო როგორც ჩანს ეს კადრება და მე პირადად ვერ ვიგრძენი,იმ დაშვებული შეცდომების გამო, რომელიც წინა ხელისუფლებს დროს იყო, ვერ მიხვდი, მაგრამ ორ სამ თვეში მივხვდი რომ დიდი რუსული უბედურება შემოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა