შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"„ქართულმა ოცნებამ“ და კრიმინალებმა, ერთობლივად განახორციელეს სპეცოპერაცია ქართველ ხალხზე და წაართვეს არჩევანის უფლება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა-აღნიშნულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღის შეფასებას ასახავს. იგი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (OშჩE /ODIHღ) და მისი პარტნიორების- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OშჩE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PAჩE) წარმომადგენლების დამკვირვებლებმა მოამზადეს.სადმკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშს 2 თვეში გამოაქვეყნებს.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ წინასწარ დასკვნაში დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძირითადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო პროცესი დააზარალა როგორც ხისტმა რიტორიკამ და ძალადობრივმა ინცინდენტებმა, ისე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებამ- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ჩართულობის შემთხვევებზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასებაც იმის შესახებ, რომ პარტიასა და სახელმწიფოს შორის არჩევნების მეორე ტურში ზღვარი ბუნდოვანი გახდა. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი შეფასების ანგარიშში გამოკვეთა ტენდენციები, რომლებმაც, მათი შეფასებით, ზიანი მიაყენეს საარჩევნო პროცესს:

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკა, რაზეც არც ერთ სახელმწიფო უწყებას რეაგირება არ მოუხდენია;

კამპანიის მიმდნარეობისას დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები და გაკეთდა განცხადება რამდენიმე სოციალური და ფინანსური პროგრამის დაწყების შესახებ;

ამ პროგრამებიდან დამკვირვებლებმა განსაკუთრებით გამოკვეთეს 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ სამთავრობო ინიციატივა. წინასწარ ანგარიშში აღნიშნულია, რომ როცა ამ ინიციატივის შესრულების ვალდებულებას სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის კუთვნილებაში არსებული ინსტიტუცია იღებს, ეს შეიძლება ხმების მოსყიდვის ფაქტად ჩაითვალოს.

ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებამ და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე კონტროლმა წარმოშვა დაშინების საფუძველი, როცა ამომრჩეველს გაუჭირდებოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთება;

მეორე ტურისთვის შენარჩუნდა ფინანსურ შემოწირულობებს შორის მკვეთრი უთანასწორობა, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ;სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში ფინანსების კონტროლის ეფექტური მექანიზმების არარსებობა არჩევნების მიმართ მოქალაქეების უნდობლობას იწვევს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა შუა კვირაში არ გამოხატავდა ამომრჩევლის ინტერესს და გააჩინა ეჭვი მისი პოლიტიკურად მოტივირების შესახებ;

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოვებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ. კერძო  მედიასაშუალებები ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციას.

საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით ამომრჩევლისთვის დარეკვისა და სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნის ფაქტიც. „ჩვენ არ ველოდებოდით, ჩვენ გვწამს რომ შემდგომ არჩევნებზე დამკვირვებლები აღარ წააწყდებიან ასეთ კამპანიას და კამპანია აგებული იქნება კანდიდატების შორის დებატებზე, რაც წაადგება საქართველოს საზოგადოებას.“ - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაიმა ანდრიკიენემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე ეუთო ოდირისა და მისი პარტნიორების გარდა, 29 ნოემბერს შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც. NDI-ის ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დემოკრატიისთვის ნეგატიური და ზიანის მომტანი იყო.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნით, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროვების ინცინდენტებით ხასიათდებოდა.

არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით-აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა. მეორე ტურამდე პერიოდი კერძოდ კი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და ნორმებს არღვევდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით “გურიის მოამბე“ ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარეს და  დეპუტატებს გაესაუბრა,თუ როგორ აფასებენ მეორე ტურის შედეგებს და რა პროექტებით დაიწყებს მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებებების ასრულებას

საკრებულოს თავჯდომარემ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა -„გამოვხატე ჩემი აზრი ფეისბუქზე,დევს და ნახეთ,მივულოცავ ოზურგეთლებს,ვუსურვებ წარმატებებს.რაც შეეხება კითხვას თუ როგორ აპირებს „ოცნება“ წინასაარჩენო დაპირებების შესრულებას,ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

„აჩევნები ჩატარდა სამართლიანად და მშვიდ გარემოში,არანაირ დარღვევას და ექსცესებს  ადგილი  ჩვენს საარჩევნო უბანზე არ ჰქონიაა,რაც შეეხება დაპირებებს,“ ქართული ოცნება“ ტყუილად არ იძლევა და შეასრულებს ყველაფერს რაც დაჰპირდა ხალხს-განაცხადა დავით ჭაკნელიძემ - შრომის დეპუტატმა.

არჩევნები ჩატარდა უაღრესად დემოკრატიულად და ჩემი სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს ეს გამარჯვება.

მე არ წამიკითხავს არსად უცხოელი დამკვირვებლების შეფასება,ვერც უარვყოფ და ვერც დავეთანხმები მათ მოსაზრებას.მაგრამ მე წავიკითხე საფრანგეთის,უკრაინის და სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტობის მილოცვების წერილები...

ქართული ოცნება ყველა თავის წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს-გვიამბო ლევან კილაძემ ,საკრებულოს დეპუტატმა -მელექედურიდან

მიხეილ გოგოტიშვილის აზრით,რომელიც ევროპული საქართველო,მოძრაობა თავისუფლებისთვის წარმომადგენიელია „არჩევნები მიმდინარეობდა ტოტალური გაყალბების ფონზე,ხალხის მოსყიდვა არამარტო ინდივიდუალურად,არამედ სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობდა,ვალების ჩამოწერის საკითხი,ასევე შეინიშნებოდა კრიმინალების მძრაობა ადგილზე,მოსყიდვა და დაშინება,მაქსიმალურად როგორცკი შეიძლებოდა მოპარა ხელისუფლებამ ხალხს გამარჯვება.ეს უკვე ბოლო ნდობაა ხელისუფლების.არცერთი დაპირება არ შეუსრულებია ოცნებას, მე არ ველოდები არც  ამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას.

 „არჩევნები ჩატარდა აბსოლიტურად გამჭვირვალედ,ობიექტურად,მოსახლეობის ყველა ფენას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი ნება და ვფიქრობ ეს იყო ერთერთი ყველაზე წარმატებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში,იმიტომ რომ უპრეცენტო შემთხვევა მოხდა დაიგეგმა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური.ყველა ადამიანმა შიშის გარეშე დააფიქსირა თავისი პოზიცია,მე ვფიქრობ უფრო კარგი საარჩევნო გარემო გველოდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.ამომრჩეველს აქვს მაღალი მოთხოვნები და ხელისუფლებას ჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა,ახლოს იყოს ხალხის მოთხოვნებთან და დაინახოს ეს ყოველივე,ამომრჩეველს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება თუ არ სრულდება დაპირებები,ამას ვერ დაუკვეთავ.საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერება არის უმთავრესი ამოცანა,ასევე უმუშევრობის შემცირება,ბიზნესის განვითარება რაც გარანტიაა სამუშო ადგილების შექმნის-ასე აფასებს არჩევნების შედეგებს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი,“ქართული ოცნების წარმომადგენელი -ლელა საჯაია.

დავით მამალაძე, ლეიბორისტული პარტიიდან ფიქრობს რომ,არჩევნებმა ჩაიარა ტოტალური მოსყიდვის და შანტაჟის ფონზე,ის რა მეთოდებსაც ნაც მოძრაობა იყენებდა 9 წლის მანძილზე,ყველა გამოიყენა ხელისუფლებამ.არანაირი დაპირება არ შესრულდება,გაგრძელდება შიმშილი,სიღარიბე სიღატაკე,მდიდრები უფრო გამდიდრდებიან,ტერიტორიების აღიარება წავა,დაიშლება ქვეყანა სამ ნაწილად,სახელმწიფოებრიობა ჩამოიქცევა,ამ ყველაფერში „ოცნებას“ხელი შეუწყო „ნაციონალურმა“ მოძრაობამ და მისმა ლიდერებმა.ხალხმა არჩვანი გააკეთა შიშსა და სიძულვილს შორის.ანუ ბოკერია,სააკაშვილი სძულდა და ეშინოდა,ხოლო ივანიშვილი სძულდა,მაგრამ ეს შიში რომ მოიხსნა ამიტომ გაიმარჯვა ბიძინამ და მისმა უსახურმა კანდიდატმა“-განაცხადა მამალაძემ

შოთა გოგიბერიძე-პატრიოტთა ალიანსიდან ჩევენთან საუბარში ამბობს-„მე ვფიქრობ პირველი ტური იყო გამოსაფხიზლებელი ხელისუფლებისთვის და დაიდო ის შედეგი რაც დაიდო.ეს არჩევანი იყო ლოგიკური,ქვეყანა არ უნდა დაბრუნებულიყო უკან და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ.აქ მთავარი იყო არ დაბრუნებულიყო ძველი ძალა,ცივი შხაპი მიიღო ოცნებამ პირველ ტურში და თუ არ განახორციელებს თავის დაპირებებს,და ეკონომიკურ პროექტებს თუ ჩააგდებს, მოსახლეობა აღარ აირჩევს,ვნახოთ,აგერაა საპარლამენტო არჩევნებიც მომდგარი კარს“

ლევან მგელაძე,რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია კი დასძენს - „ეს არჩევნები დემოკრატიისკენ უკან გადადგმული ნაბიჯია,უპრეცედენტო ზეწოლით და გაყალბებით მიმდინარეობდა,ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.ხალხის მესიჯი მიღებული აქვს ოცნებას და თუ უნდათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიაღწიონ გამარჯვებას აუცილებლად უნდა შეასრულონ ეს დაპირებები , ამის რესურსიც აქვთ და ახლა უკვე სურვილიც“-ამბობს მგელაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ლიდერის დავით მჟავანაძის აზრით - „ქართულმა ოცნებამ“ და კრიმინალებმა ერთობლივად განახორციელეს სპეცოპერაცია ქართველ ხალხზე და დანაშაულებრივად წაართვეს არჩევანის უფლება , პრეზიდენტად გაიყვანეს რუსეთის ჯაშუში,ქვეყნის მოღალატე,რომელიც ამბობს რომ „2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ“.არამგონია მისი პრეზიდენტობა, რამეში წაადგეს ქვეყანას,პირიქით დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის.მე არ მახსენდება არცერთი დაპირება გარდა დამნაშავეების და კრიმინალების ციხიდან გამოშვებისა,შეესრულებინოს „ოცნებას“,მხოლოდ ეს დაპირება შეასრულეს პირნათლად,შესაბამისად არანაირი ილუზია არ მაქვს რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები განხორციელდეება“-აღნიშნა მჟავანაძემ.

ოზურგეთში სასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლის 60% მივიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების- 64,39%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 35,61% მიიღო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია