შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ბათილად 890 ბიულეტინი სცნეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 30 ნოემბერი 2018

ოზურგეთის #60-ე საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების დათვლისას 890 ბიულეტინი ბათილად სცნო.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოლქიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მიაწოდა. 

თავად საოლქო კომისიის თავმ,ჯდომარემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, არჩევნებში მონაწილეობა ოზურგეთში სულ 36 796 ამომრჩეველმა, ანუ  59%-მა მიიღო. 

აქედან გრიგოლ ვაშაძემ #5- 12 788 ხმა,  34,61%  მიიღო. 
სალომე ზურაბიშვილმა კი #48- 23 123 ხმა, 64,39%-ი.
საქართველოს მასშტაბით, გრიგოლ ვაშაძის 47 ათასამდე ამომრჩევლის ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას "ქრონიკა +"-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ავრცელებს. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია