შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„შავი სიისა“ და ვალების ჩამოწერის ვებგვერდი 3 დეკემბერს არ ამუშავდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 30 ნოემბერი 2018

ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს.

„ვებგვერდს ვამზადებთ, თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც ვებგვერდს ძალიან მალე გავააქტიურებთ,“- ამბობენ „ქართუ“ ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განაცხადა, რომ 600 ათას ადამიანს დავალიანება ჩამოეწერება. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთიანი ბაზა გაკეთდებოდა და 3 დეკემბერს იქნებოდა მზად ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა მოხვდა თუ არა დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა