შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018

"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ისინი სალომე  ზურაბიშვილის  მხარდამჭერი  არ ყოფილან, მაგრამ შექმნილმა  ვითარებამ  აიძულათ,  მხარი მისთვის  დაეჭირათ და მის  გამარჯვებაში ძალიან  დიდი წვლილი შეიტანეს.

"რა წვლილი შევიტანეთ?! ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ ეს 500.000-ზე მეტი მხარდამჭერი  არჩევნებზე  მოვიდა  და ხმა  ქალბატონ  სალომეს მისცა.  ჩვენ გავააქტიურეთ  პარტიის აქტივი და მისი აბსოლუტური უმრავლესობა ამ აქციაზე წარმოდგენილი იყო“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა გადაცემაში „საპრეზიდენტო  არჩევნები  2018“ აღნიშნა,  „ქართულ  ოცნებას“, "ალიანსის“ მიერ გამართულ 25 ნოემბრის აქციაზე არავითარი  წვლილი  არ  მიუძღვის.

„25 ნოემბერს, ჩვენი აქციის პარალელულად,  „ოცნებამ“  მთელი  თბილისის მასშტაბით,  ლოკალური აქციები  დაგვინიშნეს და  თავის  მხარდამჭერებს  ზოგი  მრგვალ  პარკში  მოუხმობდა,  ზოგიც –  ჩუღურეთში.  ეს ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი რამ იყო. „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებს პირდაპირ გეუბნებით – პოლიტიკაში  ასეთი რამ  არასწორ  საქციელად ითვლება  და არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც ასეა“, – განაცხადა  ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის პრესპექტივაში „ნაციონალური მოძრაობის“ საჭიროებას ვერ ხედავს. 

„მოვუსმინე ეკა ბესელიას და მომეჩვენა, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ტენდენციას,  ჩვენ  არ დაგვინახონ და ვერ შეგვამჩნიონ, ვითომ, არ ვარსებობთ, არ ვართ და ა.შ. თუ  კოალიციური  მთავრობის  პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, არავითარი „ნაცმოძრაობის“  და  ბოკერიების  საჭიროება  არ არის. ქალბატონ  ეკასთან  ძალიან  თბილი,  კონსტრუქციული  ურთიერთობა  მაქვს  და მინდა,  ღრმა  პატივისცემაც  დავუდასტურო,  მაგრამ ყველას  ვეუბნები –  ჩვენ აქ ვართ!“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა  პირველი არხის  გადაცემაში  „საპრეზიდენტო  არჩევნები  2018“ განაცხადა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია, სახელწოდებით  „არა ნაცებს“, „არმიშას“ გამართეს. აღევნებამდე „ალიანსის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უჭერდნენ ხმას. 

არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 59,52 პროცენტი მიიღო და პირველად საქართველოში ქალი პრეზიდენტი გახდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია