შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეცადეთ დარჩეთ ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018

"მინდა გითხრათ, რომ არავის არ ეშინია თქვენი. მეორეც, მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩვენ მიერ დასახულ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ" - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტს.

„28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარც პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუცია, აღარც არჩევნები ტარდება და ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალების ბანდები. დღეს ქუთაისში თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული „ბანდერლოგები“ და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ორგანიზებული კამპანია. არ გეგონოთ, რომ ეს იყო იზოლირებული მოვლენა. ისინი დილიდან მიზანმიმართულად ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში. ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ.

მინდა გითხრათ, რომ არავის არ ეშინია თქვენი. მეორეც, მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩვენ მიერ დასახულ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ, მესამე - არც ერთი ჩვენი მხარდამჭერის, არც ერთი შტაბის აქტივისტისა და ხელმძღვანელის და ასევე, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველის დაშინების უფლებას არ მოგცემთ. ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დამიჯერეთ, ამის საშუალება მაქვს.

ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, იგივეს მოვითხოვთ ე.წ. ხელისუფლებისგან - ნუ დაკარგავთ ადამიანის სახეს. ეცადეთ დარჩეთ ქართველობის და ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია