შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტიქიამ ზუგდიდში ხუთი სკოლა დააზიანა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 02 დეკემბერი 2018
ზუგდიდის ხუთ სკოლაში, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კახა ფარცვანიამ უთხრა.

მისი ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის პირველის სკოლის სახურავი დაზიანდა, ასევე სახურავი გადახადა მე-7 სკოლის სპორტულ დარბაზს. მე-5 სკოლის შესასვლელი კარი დაზიანდა. ასევე ქარმა ორსანტიის სააქტო დარბაზს სახურავი ახადა და ააძრო საფარი კახათის სკოლის მოედანს.

მისივე თქმით, სკოლებში სარემონტო სამუშაოებს ზუგდიდის მერია გააკეთებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია