შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება" - ლაშა ხუციშვილი

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 02 დეკემბერი 2018
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს,რომ ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით. „ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი აღნიშნულ ბაზაში. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მათ აქვთ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება