შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, ვითხოვთ უკეთესს და ვემზადებით უარესისთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018

ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა და ყოფილს საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესმა ქვეყანა რამდენიმე წლით დახია უკან.

„საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება რთულია, რადგან ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა გამოიყენეს ყველა იარაღი, რაც ხელთ აღმოაჩნდათ. წააგო საქართველომ. კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლიდან გამოკვეთილი პრობლემა - „ოცნება“ ქვეყნის მართვას ვერ უმკლავდება. მათმა უთავბოლობამ და მათ მიერვე რეანიმირებულ ოპონენტთან ხელახალმა შესკდომამ ქვეყანა რამდენიმე წლით დახია უკან. აღმშენებლობისთვის ესოდენ საჭირო ეროვნული ენერგია გათიშულობისა და „არასახელმწიფოებრიობის კომპლექსის“ გაღრმავებას მოხმარდა. შეილახა ქვეყნის პრესტიჟი. 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელად ვუსურვებ, შეძლოს უკეთესი პრეზიდენტობა, ვიდრე იგი კანდიდატი იყო. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება შინ და გარეთ მხოლოდ გამიხარდება. 

მე არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას და საპრეზიდენტო კანდიდატებს, ერთ წელიწადში პროპორციულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებისთვის არჩევნების დღემდე ეზრუნათ. ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესების სახელმწიფოებრივი ინტერესის შესაბამისად წარმართვის საუკეთესო საშუალება. დღეს, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის პოსტსაარჩევნო ტაქტიკის ფონზე, ამგვარი შეთანხმების ალბათობა არ გაზრდილა“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია