შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ემოციური ხალხი ვართ, დამარცხებულმა მხარემ დღემდე არ ცნო ზურაბიშვილის გამარჯვება" - ილია II

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018

საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო.

როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას. ასევე, განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის არჩევნების მეორე ტური.

„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ ცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“, - თქვა შეხვედრაზე პატრიარქმა.

როს უილსონის თქმით კი, პარტიის ლიდერებმა გრძელვადიან გეგმებზე უნდა იფიქრონ, ხოლო დამარცხება გამარჯვებასთან ერთად დემოკრატიის ნაწილია. უილსონის თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გასცეს და ხარვეზები აღმოფხვრან.

„დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყანაზე და ასევე ზრუნავენ თავიანთი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს.

მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, - თქვა შეხვედრაზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

"ლიბერალი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია