შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ერი იქცა მმართველი იუდების, მათი მონების და სულერთიების ერად...“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018

დრამატურგიპროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორიაავტორიწამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს ისედაც უუფლებო პრეზიდენტის ,,ტახტზე,, ბუტაფორიები ცვლიან ერთმანეთს. მთავრობა და პარლამენტი გადამთიელების აგენტებითაა დაკომპლექტებული, მათ ზედამხედველად ივანიშვილია გამწესებული და ეს ერის კოლაბორაციონისტთა არმია გეგმაზომიერად ახორციელებს ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობის გენოციდს. მთავარი უბედურება ისაა, რომ ქართველების უმეტესი ნაწილი ასეთი ,,ხელისუფლების,, პოლიტსპექტაკლებშია შვილძირიანა ჩაბმული და აღარც კი ადარდებს იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნის დაუძინებელ მტერს ემსახურება. სწორედ ასეთ მასაზე დაყრდნობით ახორციელებს ნეოლიბერალურ-სოროსული მთავრობა საქართველოს დაცლას ქართველებისგან და ქვეყნის სინგაპურიზაცია-ისლამიზაციას. მოდით ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ნეოლიბერალები გადაშენდნენ საქართველოდან. როგორი ქვეყანა შეგვრჩება ხელში?---- უზარმაზარი ვალები საიდანაც თეთრი არ მოხმარებია ქვეყანას, გაპარტახებული და პირწმინდად გაძარცული წარმოება, უცხოელებზე გაყიდული სტრატეგიული ობიექტები, აზიელებზე გაყიდული ტყეები, მთები და მდინარეები, არაბ-ჩინელზე გასხვისებული ასიათასობით ჰექტარი მიწა, ქართული მოსახლეობისგან დაცლილი და ლამის გუთნის დონეზე დატოვებული სოფლები, ანტიქართული და აზროვნების მკვლელი განათლების სისტემა და რაც მთავარია ამ სისტემაში არასახელმწიფოებრივად აღზრდილი ახალი თაობები, შეწყვეტილი და მორღვეული ათასწლეულებგამოვლილი ქართული კულტურული პროცესი, განადგურებული სამეცნიერო სკოლები, მიზანმიმართულად განარკომანებული შვილები, ემიგრაციაში გადახვეწილი გენოფონდის დიდი ნაწილი და უცხო კულტურებში გაზრდილი მათი მომავალი თაობები... ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი ქართველებო, რომ საუბედუროდ ამ საშინელ სიას დასასრული არ აქვს... ესაა ნეოლიბერალიზმს აყოლილი ჩვენი თაობების დამსახურება და ,,ღვაწლი,, ჩვენგანვე საძარცვავ სივრცედ ქცეულ სამშობლოზე.

P.S. ვისაც ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ სინდისი ოდნავადაც არ შეგაწუხებთ, საკუთარ ამბიციას ვერ შეელევით და ქოცნაცურს გამოურევთ, იცოდეთ, რომ თქვენ არ გიყვართ ეს უძველესი ქვეყანა და ქართული სახელის ამარა დარჩენილი არაქართველები ხართ, რადგან ვისაც სამშობლოს ამ დღემდე მიყვანა არ ტკივა ის უცხო სხეულია... ყველაფერი ჩვენი ბრალია, რადგან ერი იქცა მმართველი იუდების, მათი მონების და სულერთიების ერად... (ბოდიშს ვიხდი ჩემსავით სახტად დარჩენილებთან...“ - წერს გურამ ქართველიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია