შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაღიაროთ, რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018

"მოდით რა თავს ნუ მოივტყუებთ და ნურც ღმერთთან შევცოდავთ ფარისევლობით,ვაღიაროთ,რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა.სწორედ ამიტომაა რომ ამერიკის ახლადმოვლენილი ელჩი შეხვდა არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ უპირველესად ეწვია პატრიარქს. საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარ სავალალოდ დამთავრებაშიც კვლავ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ამ ინსტიტუტმა.ჩვენი სულების გადარჩენაზე ლოცვის ნაცვლად მამაოები ივანიშვილის გადასარჩენად კარდაკარ დაიარებოდნენ,მრევლი მათთვის კაი ხანია ამომრჩეველია. ნაცების ეკონომიკის ექს-მინისტრმა ამჟამად საპატრიარქოს ჩინოვნიკმა ჟვანიამაც დაირტყა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეფის პოსტი.მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს---რა განსხვავებაა ირანის აიათოლათა რეჟიმსა და საქართველოს შორის.P.S როგორ უნდა დალოცო,აკურთხო და არჩევნებში გადაყვე რეჟიმს რომელმაც სახელმწიფო ცოდვებს, რომ დავანებოთ თავი---1.საყდრისის სალოცავი აგიფეთქა საკუთარი ოქროს გამო 2. ნარკოტიკებით გაგიბანგა მთელი მრევლი და ახლა მარიხუანას ბიზნესს იწყებს 3. ნორმად გამოგიცხადა და დაგიკანონა ერთსქესიანთა კავშირი ხოლო მღვდლები ტაბურეტკებით არბენინა რუსთაველზე 4. მრევლი გაგიძევა საზღვარგარეთ და მათ ადგილზე მთელი არაბეთ-ირანი ჩამოგისახლა 5.საპატრიარქოს წინააღმდეგ ცნობილი მამალაძის პროვოკაცია მოგიწყო და ლამის შუაზე გაგიხლიჩა ეკლესია 6.და ბოლოს იქამდე დაეცა რომ ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის გადასაწყვეტი გახადა პატრიარქის გადადგომის საკითხი. აი ასეთ რეჟიმს კი არ უნდა ლოცავდნენ ანათემაზე უნდა უშვებდნენ და ეს იქნებოდა ის რაც დღეს სჭირდება ჩვენს ბედკრულ სამშობლოს"

წერს სოციალურ ქსელში- შალვა ნათელაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია