შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაშაძემ საერთოდ სხვა რამ შესთავაზა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 02 დეკემბერი 2018

დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ ფართომასშტაბიან აქციას ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა აფასებს და მიიჩნევს,რომ აქ უმთავრესი შინაარსი და სხვა პოლიტიკური დღის წესრიგია:

"პოლიტიკური აქცია, რომლის უმთავრესი შინაარსი სხვა პოლიტიკური დღის წესრიგია. ასეთი რამ, რამდენიც არ უნდა იქილიკონ ოპონენტებმა, ჯერ არ ყოფილა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. კონტექსტია აქ მთავარი, ეს აქცია, შიდა მოხმარებაზე უფრო, გარე მოხმარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ქვეყანაში ნამდვილად არის კრიზისი, არ მაინტერესებს ამას პოლიტიკურად უმეცარი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს თუ არა. მაგრამ ოპოზიცია ამ წუთას, თუნდაც მისი მშვიდობიანი, ცივილური მოთხოვნით კედელთან აყენებს ხელისუფლებას. რას პასუხობს ხელისუფლება? ანუ რას უპასუხებს? იყო საარჩევნო დარღვევები? აქვს კითხვები საერთაშორისო საზოგადოებას? - აქვს! ვის ეტყვით, რომ არა, არ გვინდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაო. ხომ ამბობდა ხელისუფლება, რომ მთელ ვერტიკალზე ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში არ მოსწონს დასავლეთსო და დემოკრატიასთან დაკავშირებით ისმევა კითხვებიო.

მაინც ის გააკეთეთ, რომ არავის სჯერა - ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა. ანუ, ახლა რაღაცის დათმობა მოგიწევთ დემოკრატიულ კალაპოტში დასაბრუნებლად. ვის ეტყვით, რომ ეს არ არის მოცემულობა რომელიც თქვენ შექმენით? ვერავის! შესაბამისად მოგიწევთ სვლა ახალი პოლიტიკური პროცესებისკენ. გაჟღერებული რეფორმები - სამართლებლივი, ინსტიტუციონალური განა იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების ფარგლებს სცილდება? არა! განსაკუთრებით პროკურატურის რეფორმა, რომელსაც ამ წუთას ისე ახორციელებთ, რომ სამომავლოდ ქვეყანაში ახალ ყველაზე თავნება ინსტიტუტს ქმნით - ქმნით პროკურატურის მაფიას. განა ძნელია გაჟღერებული მოთხოვნის დაკმაყოფილება? არა!, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება და პროცესი სჭირდება. თუნდაც ამ ნაბიჯების დეკლარირებისთვის გქონდათ ორი დღე. პრემიერმა რომ თქვა , ზეიმის დრო არ არის, მუშაობის დროაო - სად, როდის, რას მუშაობთ? ვის ესაუბრებით? ვისთან კამათობთ, ვისთან მსჯელობთ? ისევ იქ, იმ სამზარეულოში, იმავე ტიპებთან, რომელმაც ეს კრიზისი შექმნეს? მოკლედ, ვის მოსწონს, ან მოეწონა, ვის არა - ფაქტია, რომ ვაშაძემ საერთოდ სხვა რამ შესთავაზა ხელისუფლებას, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, ამის მართვის გამოცდილება არ არსებობს. ვნახოთ რითი უპასუხებს ხელისუფლება ამ მოვლენას. ისევ და ისევ მისი სპიკერ ლიდერების დაუნახაობით და არაადეკვატურობით,თუ ოდესმე მაინც გადადგამს პრაგმატულ ნაბიჯებს - წინ საქართველოს სიძლიერისთვის"-წერს გოჩა მირცხულავა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია