შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 დეკემბერი 2018

ოპოზიციის მოთხოვნას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად სამუშაო ჯგუფის შექმნასაა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებაში“ პასუხობენ. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით „ქართული ოცნება“ ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ აქვს სერიოზული რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია ხელოვნურად გამოიწვიოს:

„ჩვენ დავინახეთ დღეს, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის - ჩვენ ველოდებით ინაუგურაციას, ვემზადებით ამისთვის და ასევე ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია