შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 დეკემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ულტიმატუმების ენით საუბრის დრო დასრულდა:

„ჩვენ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ვიხილეთ. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფალი არჩევანი დაეფიქსირებინათ, რაც მათ გააკეთეს. არჩევნები მაღალ დონეზეა შეფასებული ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ. არც საჭიროება და არც საჭიროებიდან გამომდინარე სურვილი არ არსებობს, რომ მივიღოთ ულტიმატუმი. დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო.

ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უკვე ძალიან ბევრ მასობრივ შეკრებაზე ვიხილეთ, როგორც ფილარმონიაში, ასევე გუშინდელ აქციაზე. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ ამბობს უარს იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც ცდილობდა მანამდე, რომ წარემართა ეს ქვეყანა “, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა