შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღების საახალწლო პაკეტებისთვის 12 ათასი ლარია გამოყოფილი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 04 დეკემბერი 2018
გურჯაანის ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან დაიწყება. სკოლამდელი საღმზდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, ზეიმი სამი დღის განმავლობაში ყველა ბაღში ჩატარდება.

„როგორც ყოველთვის, წელსაც ყველა ბაღში 24, 25 და 26 დეკემბერს ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები. ჩვენი პატარები ტრადიციულად ტკბილეულის პაკეტებსაც მიიღებენ. ამჟამად ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს. დაახლოებით 1200 ცალი პაკეტი დამზადდება, რომელიც ყველა აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.“

მისივე თქმით, ამისთვის დაახლოებით თორმეტი ათასი ლარია განსაზღვრული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია