შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საქართველოს რეგიონების ხელახლა შემოვლას იწყებს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 04 დეკემბერი 2018
ამის შესახებ მან "რუსთავი2”-ის გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” სამომავლო გეგმების განხილვისას ისაუბრა."რეგიონებში ვიწყებთ სიარულს. ფეხით იქნება ეს, ავტომობილით თუ რაღაცით, ახლა ვგეგმავთ ზუსტად მარშრუტებს”, – აღნიშნა მან.ვაშაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეგიონებში ვიზიტებისა და მხარდამჭერებთან უშუალო შეხვედრების გარეშე, გაერთიანებულ ოპოზიციას მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნებოდა: "ხალხმა დაინახა, რომ მათი ცხოვრებით ვცხოვრობთ, მათ ცხოვრებას განვიცდით და მათი ცხოვრება გვაინტერესებს". ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ განაგრძობს ერთიანი პლატფორმის შექმნაზე მუშაობას ოპოზიციურ პარტიებთან.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია