შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, რუსთაველის N47–თან დღეს, სამ დეკემბერს, კარადა დადგეს წარწერით – „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“. მიუსაფარი ადამიანების დახმარების მსურველებს შეუძლიათ, რომ აქ მათთვის ტანსაცმელი და სურსათი დატოვონ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 04 დეკემბერი 2018
საქველმოქმედო აქციაში „გააზიარე სითბო“ ჩართვის მიზნით კარადა ახალციხეში „ასოციაცია“ ტოლერანტის თავმჯდომარემ ცირა მესხიშვილმა დადგა. „გუშინ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ მსურდა ამ აქციაში ახალციხეც ჩართულიყო. ჩემ პოსტს გამოხმაურებები მოჰყვა. იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთება. არაერთი სოციალურად დაუცველია ქალაქში და ამ კარადაში მათთვის ტანსაცმელთან ერთად პროდუქტსაც დავტოვებთ“, – ამბობს მესხიშვილი. მიუსაფარი ადამიანებისთვის სურსათისა და ტანსაცმლის დატოვება იქნება შესაძლებელი ამავე ქუჩაზე მდებარე ჯიხურშიც. "ჯიხურს ახლა ვასუფთავებთ და ნივთები იქ უფრო დაცული იქნება", – ამბობს მესხიშვილი. საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “გააზიარე სითბო” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და აქ სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა. მოკლე ხანში იდეას არაერთი სხვა ადამიანი გამოეხმაურა, მათ თავიანთ უბნებსა და ქუჩებზე საკვებსა და ნივთებს მოუყარეს თავი, დადგეს კარადები, იგივე მოწოდებით გადაიღეს ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე მოიცვა რამდენიმე მეგობრის იდეამ, როგორც თბილისის სხვა დასახლებები, ისე ქვეყნის სხვა ქალაქები.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია