შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 32 წლის კაცი დააკავა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 03 დეკემბერი 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდაში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობა სოფლის ცენტრში, დღეს სამ დეკემბერს მოხდა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში ბინა გაქურდეს

საზოგადოება