შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოკაში მოკლულ 33 წლის კაცს ნინოწმინდის პროზექტურაში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 04 დეკემბერი 2018
„სამი ტყვია მუცელში და ერთი თავში აქვს მოხვედრილი. წარმოიდგინეთ ერთი კვირის წინ რომ ვიღაცასთან ჩხუბი მოგივიდეს, მერე მოვიდეს და დღისით–მზისით მოგკლას“, – ამბობს გარდაცვლილის ერთ–ერთი ახლობელი. ფოკაში მცხოვრებლების თქმით, მკვლელობაში ბრლადებული გარადცვლილთან დაპირისპირებული იყო თუმცა, კონკრეტულად რა გახდა მკვლეობის მოტივი უცნობია. ადგილობრივებს დეტალებზე საუბარი არ უსრთ: „მკვლელობისთვის ვინც დააკავეს, ეგ ადრეც დაჭერილი იყო, ბევრთან იყო დაპირისპირებული სოფელში“. გარდაცვლილი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. მას ცეცხლსასროლი იარაღი სოფლის ცენტრში, დღეს, სამ დეკემბერს ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. უწყების ცნობით იგი წარსულში ნასამართლევია. „მკვლელობის მიზეზი წარსულში პირადი კონფლიქტი იყო. დაკავებული ბრალს აღიარებს“, – აცხადებენ შსს–ში. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება