შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელფასი ფონდი 18 000 ლარით გაიზრდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 04 დეკემბერი 2018

2019 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების სახელფასო ფონდი იზრდება. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტშია აღნიშნული. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლების ანაზღაურებისთვის 18 000 ლარით მეტი გამოიყოფა. გუბერნატორის ადმინისტრაციის მომავალი წლის ბიუჯეტი 735 ათასი ლარით განისაზღვრა, რომელიც, წლევანდელთან შედარებით, 10 ათასი ლარით გაიზარდა. სახელფასო ფონდი 500 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 32 თანამშრომელი მუშაობს.
„თუ 2018 წელს 9 ადმინისტრაციის სახელფასო ანაზღაურება ჯამურად 4 მილიონ 174 ათასს შეადგენდა, 2019 წლისათვის ეს თანხა 276 ათასი ლარით იზრდება და 4 მილიონ 450 ათას ლარს შეადგენს. მცირედით იზრდება, ასევე, ადმინისტრაციების ჯამური დაფინანსებაც – თუ 2018 წელს 9 ადმინისტრაციაზე 6 მილიონ 130 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მომდევნო წლისთვის ეს თანხა 230 ათასი ლარით იზრდება და 6 მილიონ 360 ათას ლარს შეადგენს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები