შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბაგიროებით სარგებლობა გუდაურში ძვირდება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 03 დეკემბერი 2018
ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა. 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით გუდაურში 1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღიანი აბონიმეტი კი 80 ლარის ნაცვლად 100 ლარი ერიღება. 3-დღიანი აბონიმენტის ფასი შარშანდელი 112-ლარიდან 140 ლარამდე გაძვირდა.

10-დღიანი აბონიმეტის ფასი უფროსებისთვის 420 ლარი, ბავშვებისთვის კი 260 ლარი ეღირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის ფასები სხვადასხვაა. 2017-2018 წლის სეზონზე კი 10-დღიანი აბონიმენტის ფასი 320 ლარი იყო
უფროსებისთვის, 200 ლარი - ბავშვებისთვის.

ცნობისათვის, 2018-2019 წლის ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბრიდან გაიხსნება. 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ „გოდერძიზე“, ხოლო „გუდაურში“ - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები - 22 დეკემბერს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება