შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 04 დეკემბერი 2018

სპეციალური პენიტენციური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აქციას „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ შეუერთდა. აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომლებმა გაიღეს.

უწყების წარმომადგენლების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ  მიეცათ შესაძლებლობა,  დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ მოზარდებს და წვლილი შეიტანონ მათი სიცოცხლის გადარჩენაში.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  წარმომადგენლებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი ტიპის აქციებში მონაწილეობას სამსახური  მომავალშიც გეგმავს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია