შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა ასკურავა, რომელმაც ყალბი პირადობის მოწმობები იპოვა, პროკურატურაშია დაბარებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 03 დეკემბერი 2018

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სავარაუდოდ, 20-მდე ყალბი პირადობის მოწმობა იპოვა, დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.


მთავარ პროკურატურაში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

კახა ასკურავას თქმით, მის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტები უვადოდ არის გაცემული და ის გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნით. მისი მტკიცები ყველა დოკუმენტს ლამინირება ახალი გაკეთებული აქვს და ისინი არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს.

პირადობის მოწმობები ლანჩხუთის ერთ-ერთი ავტოსადგომის ტერიტორიაზე მდებარე სარდაფში ეყარა.

„ეს პირადობები ნაპოვნი არის ჩემს მიერ, აბსოლუტურად ყველა არის ახლად ლამინირებული, ყველა არის გარდაცვლილი და ყველას პირადობა არის უვადოდ გაცემული.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შეიძლება სიებიც არის გაცემული, საარჩევნო სიები, სადაც ცოცხალმა ადამიანებმა მისცეს ხმა მიცვალებულების მაგივრად. ის რომ არჩევნები ყალბდებოდა, ეს მარტო ლანჩხუთში არ იქნება გაკეთებული და სავარაუდოდ სხვა რეგიონებშიც არის, ეს ეტყობა „ქართული ოცნების“ რომელიღაცა კოორდინატორმა მოიშორა და იქ დაყარა.“-განაცხადა კახა ასკურავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია