შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლელა ნაცვალაძემ თაკო ჩარკვიანს "კომუნისტურ რეჟიმში ჩარჩენილი უწოდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

"შენი მოწოდება "ბეჭედი " ხომ არ გგონია თაკო, ძალიან ხომ არ შეტოპე? ვინა ხარ შენ,რომ არჩეული მერის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვ,თანაც სამსახურიდან,?!
შენმა მოწოდებამ,კომუნისტური რეჟიმი გამახსენა,ჩარჩენილი ხარ იმ დროში,როგორც ვხედავ?! მკვლელებისა სა სისხლიანი რეჟიმის გვერდით დგეხარ და ის არ გიკვირს და კახის ნათქვამმა სიმართლემ,რატომ გაგაოცა?"-წერს ლელა ნაცვალაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, ამჟამად სალომე ზურაბიშვილის ოზურგეთელი აქტივისტის, ლელა ნაცვალაძის კომენტარი ამ ინფორმაციის გავრცელებას მოყვა:

პუბლიცისტი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქის მერი კახა კალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

„დღეს შევიკრიბეთ ქალაქის ჩემთვის უკვე ბრჭყალებში, ქალაქის მერის შემზარავი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, რომელიც ორი საათის წინა გაკეთდა, მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს მომავალი ოჯახის შევიწროებისკენ. ციტატა მისი განცხადებიდან – „რასაც დასთესავ იმას მოიმკი”, ამას ცხადია, გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ ყველაფერს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, სამსახურიდან უნდა გათავისუფლეს ქალაქის მერი და დავით მაჭავარიანი. 

,,კალაძის თანამშრომელია დავით მაჭავარიანი, რომელიც ამ ინციდენტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ეს არის დავით მაჭავარიანი, რომელიც არის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი. რაც შეეხება გორგოძეს, ყმაწვილი, რომელიც ბანდერლოგად ყავდათ ის შემდეგ ჩაერთო, დამწყები გახლავთ კერვალიშვილი. დავით მაჭავარიანი ახდენდა ამის ესკალაციას. კადრებიც ჩანს ეს ყველაფერი. ჩანს, მაჭავარიანს როგორ მოსდის კონფლიქტი ჩემს მეუღლესთან. მოგვიანებით ჩანს ის, როგორც აჩერებს მართვად გორგოძეს. უკვე აჩერებს, რადგან აღარ სურს გორგოძე აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში. ჩემს მეუღლეს მოუწია ხუთი ადამიანის გამკლავება. ჩემს მეუღლეს მოუწია ოჯახის დაცვა. ამ ინციდენტზე კიდევ უარესი იყო ქალაქის მერის განცხადება, ეს არის კატასტროფა, არასახელმწიფოებრივი გამოსვლა. ჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის ტიპის სახელმწიფო, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. დიახ, ბატონო ბიძინა, ამიტომ წავედი მე ოპოზიციაში 2012 წელს, რომ ვნახე თქვენ ხელისუფლება კი არ გინდოდათ, თქვენ გინდოდათ ბევრი ბანდერლოგი თანამდებობაზე, რომ იოლად გაგეყიდათ ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ ოჯახები და ისტორიას პიროვნებები და ოჯახები ქმნიდნენ და ამ ქვეყანა არ დავთმობთ. თუ იყო 400 ათასი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ახლა გახდა 800 ათასი. ხვალ დილით ვხდებით ეუთო-ს წარმომადგენლებს, ვითხოვთ ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, ამის გამო უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან ქალაქის მერი. აღარ ვსაუბრობ მაჭავარიანზე, უხერხულია, რომ ასეთი კრიმინალია,' – განაცხადა ჩარკვიანმა.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია